ტრენინგის მესამე დღე
- ვისწავლე ბუკლეტის დამზადება,რაც დამეხმარება მშობლებთან ურთიერთობაში
- გავეცანი მეორე მოდულს,სტანდარტებსა და მიზნების რუბრიკას,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შესაბამის ლექსიკონს,ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,რაც დამეხმარება პრპექტის სწორად დაგეგმვაში.
- ვისწავლე სასწავლო გეგმის შაბლონის შევსება, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვწერე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, შევავსე პროექტის სასწავლო მიზნები
- გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ვიმუშავე გონებრივი იერიშის კითხვებზე ,რაც დამეხმარა ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების გარჩევასა და ჩამოყალიბებაში
- მივიღე საშინაო დავალება პროექტის თემიდან გამომდინარე დავწერო ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი კითხვები.
Комментариев нет:
Отправить комментарий