суббота, 28 февраля 2015 г.

მერვე დღე


  • გავეცანი მეექვსე მოდულს , შევქმენი განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლისათვის დამხმარე ხარაჩო, რომლის მსგავს ნიმუშებს გამოვიყენებ მოსწავლეებთან
  • ჩვენი პორტფოლიო ავტვირთე გუგლ დრაივში, გამოვაქვეყნე და ბმულის სახით  ბლოგზე დავდე  და მსურველებს საშვალება მიეცემათ მხოლოდ დათვარიელების რეჟიმში მისი ნახვის
  • ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა-გამოქვეყნება ,გამოკითხვის,მთვლელის  ჩასმა ბლოგზე

ტრენინგის მეშვიდე დღე


  • გავეცანი მეხუთე დღეს ,შეფასების რუბრიკას და შევქმენი მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა  უკვე შექმნილი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის მიხედვით
  • დავასრულე  პროექტის გეგმაში პროცედურების  წერა
  • განვიხილე მეექვსე მოდული, გავეცანი  დიფერენცირებულ სწავლებას და ჩვენს სასწავლო გეგმაში  შევავსე დიფერენცირებული სწავლების გრაფა.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე


  • ვისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე
  • გავეცანი მეოთხე მოდულს
  • შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

суббота, 14 февраля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე


  • ვისწავლე ბუკლეტის დამზადება,რაც დამეხმარება მშობლებთან ურთიერთობაში
  • გავეცანი მეორე მოდულს,სტანდარტებსა და მიზნების რუბრიკას,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შესაბამის  ლექსიკონს,ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,რაც დამეხმარება პრპექტის სწორად დაგეგმვაში.
  • ვისწავლე სასწავლო გეგმის შაბლონის შევსება, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვწერე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, შევავსე პროექტის სასწავლო მიზნები
  • გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ვიმუშავე გონებრივი იერიშის კითხვებზე ,რაც დამეხმარა ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი  კითხვების გარჩევასა და ჩამოყალიბებაში
  • მივიღე საშინაო დავალება პროექტის თემიდან გამომდინარე დავწერო ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი კითხვები.

воскресенье, 8 февраля 2015 г.

ტრენიგის მეორე დღე


  • კურსის მონაწილეებმა  ერთმანეთს წარვუდგინეთ  პროექტის სათაური  და ჩვენი მიზნები
  • ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის გამოყენება და რედაქტირება
  • მონაწილეთა პირველი  დღის რეფლექსიას გავუკეთეთ კომენტარები
  • განვიხილეთ  1 მოდულის მე-3 აქტივობა პროექტის მოთხოვნების გაცნობა, მისი ჩექლისტი გადავიტანეთ საქაღალდეში და გავეცანით
  • ჩავიკითხეთ 1 მოდულის მე-4 აქტივობა-პუბლიკაციის დაგეგმვა
  • გავეცანით ბუკლეტის ნიმუშს და დავამზადეთ ბუკლეტის პირველი გვერდი
  • ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გავაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე
  • საშინაო დავალება: 1მოდულის წაკითხვა, ბუკლეტისთვის ტექსტის მოფიქრება. ბლოგის წევრებისთვის კომენტარების გაკეთება.

суббота, 7 февраля 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

  • კურსის მონაწილები გავეცანით ერთმანეთს
  • ვნახეთ სახემძღვანელო. განვიხილეთ მოდულები.
  • შევქმენით საქაღქლდე  და მოვათავსეთ სასწავლო დოკუმენტაცია, რომელიც ელექტრონულად გადმოვწერე
  • გავეცანით პროექტის გეგმებს და ვნახეთ საუკეთესო პროექტის მინუშები
  • გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,გავეცანით პორთველიოს ჩეკლისტს,პროექტის გეგმის შაბლონებს
  • შევქმენით ელექტრონული ფოსტა
  • დავრეგისტრირდით ბლოგზე  და  მივიღეთ საშინაო დავალება ,პროექტის თემის სათაურის მოფიქრების შესახებ