გავეცანი მეექვსე მოდულს , შევქმენი განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლისათვის დამხმარე ხარაჩო, რომლის მსგავს ნიმუშებს გამოვიყენებ მოსწავლეებთან
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთე გუგლ დრაივში, გამოვაქვეყნე და ბმულის სახით ბლოგზე დავდე და მსურველებს საშვალება მიეცემათ მხოლოდ დათვარიელების რეჟიმში მისი ნახვის
ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა-გამოქვეყნება ,გამოკითხვის,მთვლელის ჩასმა ბლოგზე
გავეცანი მეორე მოდულს,სტანდარტებსა და მიზნების რუბრიკას,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შესაბამის ლექსიკონს,ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,რაც დამეხმარება პრპექტის სწორად დაგეგმვაში.
ვისწავლე სასწავლო გეგმის შაბლონის შევსება, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვწერე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, შევავსე პროექტის სასწავლო მიზნები
გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ვიმუშავე გონებრივი იერიშის კითხვებზე ,რაც დამეხმარა ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების გარჩევასა და ჩამოყალიბებაში
მივიღე საშინაო დავალება პროექტის თემიდან გამომდინარე დავწერო ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი კითხვები.